Monthly Archives: მარტი, 2012

იეზიდების გამოჩენა საქართველოში

იეზიდიზმი ერთ-ერთი ძველი აღმოსავლური რელიგიაა, რომლის ფესვები შუამდინარეთის კულტურებთან არის დაკავშირებული.  ეზიდიზმი (იეზიდიზმი), ანუ ქურთულად, ეზდაითი, ტრადიციულ და ნაციონალურ რელიგიათა რიცხვს მიეკუთვნება. მას დასრულებული
სახეშე იხ ადი იბნ მუსაფირმა მისცა მე-12 საუკუნეში. ამ რელიგიის მიმდევრები იეზიდებად იწოდებიან და წარმოადგენენ სუბეთნოსს დიდ ქურთულ ეთნიკურ ჯგუფში. მათი სუბეთნოსად ჩამოყალიბებაგანპირობული არის მრავალსაუკუნოვანი დევნით.

საქართველოში იეზიდების პირველი ნაკადი რუსეთ-თურწეთის ომის დროს გამოჩნდა.საქართველოში ჩამოსული ქურთების დიდი ნაწილი თურქეთიდან შემოვიდა სადაც მათ იეზიდობის გამო დევნიდნენ. ისინი ძირითადად თბილისის ძველ რაიონებში დასახლდნენ. აგრეთვე კახეთში, ოზურგეთში, თიანეთში და ბათუმში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათი ნახევარზე მეტი რუსეთსა, უკრაინასა და ევროპის ქვეყნებში გადაიხვეწა.ქართულ-ქურთულ ურთიერთობაზე მიგვითითებს მეფე ერეკლე მეორეს მიწერ-მოწერა იეზიდ დიდებულ ჩობან-აღასთან, ვისთან ერთადაც აპირებდა ოსმალეთის წინააღმდეგ გალაშქრებას.  

ბოლო 15 წ. მანძილზე ბევრმა ეზიდმა, სხვა კონფესიების გავლენით, სხვა რელიგიას მიაკუთვნა თავი. 

 

Advertisements

გერმანელების პირველი კოლონიები თბილისში

1817 წლის 21 სექტემბერს გერმანელი კოლონისტების პირველი ჯგუფი, 180 სული თბილისს მოადგა და სართიჭალის მახლობლად დასახლდნენ. შემდგომ წლებში ჩამოსახლებულ გერმანელთა რაოდენობა 500 ოჯახამდე გაიზარდა. მათი თბილისში ჩამოსახლებიდან 2 წლის შემდეგ გერმანული კოლონიები შეიქმნა: სართიჭალასთან; დიდუბის სახაზინო მიწებზე, ასურეთში, ბორჩალოს მაზრაში, ბოლნისში, შამქორის მახლობდა და სხვა რამდენიმე ადგილას. გერმანელების მიგრაცია XX საუკუნის პირველ ნახევარშიც გრძელდებოდა. თბილისში სახლების გეგმარება მტკვრის პარალელურად ვითარდებოდა.
1848 წლამდე გერმანულ დასახლებებს ეწოდებოდა «საქართველოს გერმანული კოლონიები», შემდგომში «ამიერკავკაიის გერმანული კოლონიები».
თბილისის ერთ-ერთ ახალშენს, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან მდებარობდა 23-მა ოჯახმა 1818 წელს დაარსა ალექსანდრე I პატივსაცემად «ალექსანდერსდორფი» უწოდეს. «ალექსანდერსდორფიდან მარაგდებოდა თბილისი რძით, კარაქით, კარტოფილით,ლუდი და სხვადასხვა ბოსტეულობებით.
როგორც ამბოენ კარტოფილი ამიერკავკასიაში სწორედ გერმანელებმა ჩამოიტანეს და გაავრცელეს.
ამავე წელს დაარსდა თბილისში მეორე ახალშენი დღევანდელი აღმაშენებლის გამზირიზე რომელსაც იმ დროს სოფელი კუკია ერქვა.

ფორშმაკი

ებრაული სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე ძველია მსოფლიოში. რელიგია უკრძალავს ებრაელებს, ისევე როგორც მუსლიმანებს ღორის ხორცის ჭამას. ეკრძალებათ ხორციანი და რძიანი პროდუქტების აღრევა. ხორციანი საჭმლის მოსამზადებლად ხმარობენ მხოლოდ საქონლისა და ბატის ცხიმს. ებრაული სამზარეულოს ერთ–ერთი ტიპიური კერძია „ფორშმაკი“
ფორშმაკ-ი [< გერმ. Vorgeschmack წინასწარ გემება, წინასწარ ტკბობა] – 1. დაკეპილი ხორცი ან ქაშაყი, კარტოფილთან ერთად შემცხვარი. 2. დაკეპილი ქაშაყი.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

ფორშმაკის განსხვავებული რეცეპტები არსებობს.შემოგთავზებთ ორ მათგანს.
მასალა: 200გ. დამარილებული ქაშაყის ფილე, 4 კვერცხი, 2-3 ს/კ კარაქი, 1 ჩ/კ მდოგვი, რამოდენიმე ღერი მწვანე ხახვი.
მომზადება: მოვხარშოთ კვერცხი, გავჭრათ სიგანეზე და ამოვაცალოთ გული. ქაშაყის ფილე და კვერცხის გული გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ დავაბლენდეროთ, შევაზილოთ კარაქი და მდოგვი, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და მივირთვათ გახუხულ პურთან ერთად.
© მადიანი/vinoge.com

მასალა:500გ თევზი, 250გ კარტოფილი, სამი თავი (მსხვილი) ხახვი, 1 ლიმონი, 4 სუპრის კოვზი ძმარი, 100გ მზესუმზირის ზეთი,
4 მაგრად მოხარშული კვერცხი, ოხრახუში, დაფნის ფოთოლი.
თევზი მოვხარშოთ მარილის, დაფნის ფოთლის და ძმრის დამატებით. შემდგომ გავაციოთ და მოვაშორით ფხა.
ცალკე მოვხარშოთ კარტოფილი და დავჭრათ მცირე კუბიკებად. ხახვი დავჭრათ ნახევარ რგოლებათ და შევბრაწოთ.
აურიოთ ერთმანეთში ლიქოს ხორცი, კარტოფილი, შებრაწული ხახვი და მოხარშული კვერცხი. ყოველივე ამას დავაწუროთ
ლიმონი და მოვასხათ მზესუმზირის ზეთი. მივართვათ სასალათეში და მოვრთოთ ოხრახუშით.

პაპმი საქართველოში რელიგიური უმცირესობებზე

სანამ რელიგიურ უმცირესობებზე და მათ პრობლემებზე საქართველოში დავწერდე პოსტს, მინდა გავიხსენო საქართველოში რელიგიური უმცირესობების დაცვის შესახებ რომის პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტეს განცხადება, რომელიც ამა წლის იანვარში გააკეთა ”რელიგია არ შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც კანონების ჩამანაცვლებელი იმის იმედით, რომ ის რაღაც კეთილს ემსახურება. ამ კონტექსტში მე ვამაყობ ჩემი მშობლიური ქვეყნით – გერმანიით, სადაც ქრისტიანული ხედვა გახდა საფუძველი მნიშვნელოვანი კანონებისა. მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო რელიგიური თავისუფლების კუთხით არსებული პროგრესის ცალკეულ მაგალითებზე. ვგულისხმობ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რელიგიური უმცირესობები საჯარო იურიდიულ პირად ცნეს”, – განაცხადა ბენედიქტ მეთექვსმეტემ.

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები

  აზერბაიჯანელების რაოდენობა საქართველოში  280 000  შეადგენს.

 სარწმუნოება: მუსულმანი-შიიტები.

 

ისინი იყოფიან ეთნიკურ ჯგუფებად: აირუმები, აფშარები, ბაიათები, ყარადაღელები, ყარაფაფახები, შახსევენები. და მიეკუთვნებიან ევროპული რასის  სამხრეთ შტოს.

საქართველოში დამკვიდრებული აზერბაიჯანელთა დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობს. აზერბაიჯანელები შეადგენდნენ ქვემო ქართლის სოფლის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს (მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის რაიონებში). ასევე მათი განსახლების  არეალია კახეთი – საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის რაიონების ტერიტორია. აზერბაიჯანული სოფლები არსებობს შიდა ქართლში – კასპის, მცხეთის და ქარელის რაიონებში, აგრეთვე თრიალეთში და თეთრიწყაროს რაიონში.

ბოშები

ბოშები საქართველოში  მე-19 საუკუნეში გადმოასახლეს. მათი  გადმოსახლება ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.
ბოშების ყოფისა და  კულტურის  შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში ან მწირეა ან არასწორი. ხშირად მათ ნეგატიური კუთხითაც წარმოაჩენენ. თუმცა ცნობილია, რომ ბოშები უკუდრეს სიღარიბეში ცხოვრობენ. მათში განათლების დონე საკმაოდ დაბალია.   სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ინფორმაციით საქართველოს ბოშათა თემი დაახლეობით 1000 სულს ითვლის. ეს რაოდენობა მოიცავს მოლდაველთა დასახლებას თბილისში და ქუთაისში, ჭავჭავაძის სახელობის ხიდთან მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც ბოშათა მსგავს ცხოვრების წესს მისდევენ. ამ 1000 კაცში არ შედიან აფხაზეთში მცხოვრები ბოშები.
ბოშების შესახებ თხრობას ჩემს მომდევნო პოსტებშიც დავუბრუნდები.