აზერბაიჯანელების რაოდენობა საქართველოში 280 000 შეადგენს.
სარწმუნოება: მუსულმანი-შიიტები.
ისინი იყოფიან ეთნიკურ ჯგუფებად: აირუმები, აფშარები, ბაიათები, ყარადაღელები, ყარაფაფახები, შახსევენები. და მიეკუთვნებიან ევროპული რასის სამხრეთ შტოს.
საქართველოში დამკვიდრებული აზერბაიჯანელთა დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობს. აზერბაიჯანელები შეადგენდნენ ქვემო ქართლის სოფლის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს (მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის რაიონებში). ასევე მათი განსახლების არეალია კახეთი – საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის რაიონების ტერიტორია. აზერბაიჯანული სოფლები არსებობს შიდა ქართლში – კასპის, მცხეთის და ქარელის რაიონებში, აგრეთვე თრიალეთში და თეთრიწყაროს რაიონში.
Advertisements