ჩეჩნები

Image 

 


ჩეჩნურად
: ნოხჩი/Noxçi,  წარმოადგენენ ეთნიკურ ჯგუფს ჩრდილოეთ კავკასიაში. საკუთარ თავს უწოდებენ “ნოხჩებს” (მხოლობითში “ნოხჩი”, მრავლობითში “ნოხჩო”).

 

ენა 


ჩეჩნური ენა (нохчийн мотт) მიეკუთვნება კავკასიური ენების ნახთა ჯგუფს. გამოიყოფა ბარის, შატოური, აკიური (აუხის), ჭებერლოური, შაროული, მელხური, ითონკალური, გალანჩოჟური და ქისტური დიალექტები. თავის მხრივ ისინი იყოფა კილოკავებად, რომელთა შორის უმნიშვნელო განსხვავებაა. ყველაზე მეტად ერთმანეთისგან განსხვავდება ბარის, აკიური, ჭებერლოური და ნაწილობრივ ქისტური (ქართული ენის ძლიერი გავლენის გამო) დიალექტები. 
ლიტერატურული ჩეჩნური ენა ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნეში ბარის დიალექტის საფუძველზე. დამწერლობა ჩეჩნურ ენაზე 1925 წლამდე არაბულის, 1925-1938 წწ. ლათინურის, 1938 წლიდან კი რუსული გრაფიკის საფუძველზე არსებობდა. ახალი ჩეჩნური ანბანი მიღებულ იქნა 1922 წ. ლათინურის საფუძველზე. დღეისათვის გამოიყენება კირილიცა. 
ჩეჩნური ენა ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა.

 

 

 


რელიგია 
ჩეჩნეთში გავრცელებულია ისლამის სუნიტური მიმდინარეობა. 
 ისლამი ჩეჩნეთში XV საუკუნეში ვრცელდება. მთიელთა თემებში ისლამი ნელა აღწევდა: პირველ პერიოდში ახალი რელიგია დიდხანს ასიმილირდებოდა ადგილობრივ წარმართულ ტრადიციებთან. წარმართული ღმერთების რთულ (მრავალფეროვან) პანთეონში იყვნენ ყველას მიერ აღიარებული დელა, ტუშოლი, მიატცილი, სიელი, ერდი, მოლიზ-ერდი. გარდა ამისა, მოსახლეობის ცალკეული ჯგუფები თაყვანს სცემდნენ თავიანთ ღმერთებს. საკუთარი მფარველი ღმერთები ჰყავდა ცალკეულ სოფლებს და ზოგიერთ ოჯახსაც კი. VIII საუკუნის დასაწყისიდან ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობა, რომელიც შედარებით მყარად იკიდებს ფეხს არღუნის ხეობაში (აქ შემონახულია ტაძრების ნანგრევები, ნაპოვნია მართლმადიდებლური კულტის საგნების ნაშთები). ამ პერიოდში მჭიდროა ქართულ-ჩეჩნური კავშირები, მაგრამ ქრისტიანული რელიგია ვაინახთა შორის ღრმად ვერ დამკვიდრდა, რადგან ისინი ხშირად კვლავ თავიანთ წარმართულ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. 
XV საუკუნიდან იწყება ისლამის გავრცელება. XV-XVI საუკუნეებში ჩეჩნების უმრავლესობა უკვე მუსლიმი იყო, რასაც იმ დროის სამარხები მოწმობს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, ჩვენამდე მოღწეული პირველი მუსლიმური ძეგლი – ნაზრანის რაიონის სოფ. პლიევოს ბორგა-კაშის მავზოლეუმი – 1405-1406 წწ.-ით თარიღდება. 
ისლამის დამკვიდრება ხელს უწყობდა ჩეჩნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს ყირიმის სახანოს, ოსმალეთის და სპარსეთის მოსახლეობასთან. თქმულებებმა დღემდე შემოინახეს ისლამის პირველი ჩეჩენი მქადაგებლების სახელები: თერმოლა, ბატა, ბერსა. 
რელიგიური ომის დროშის ქვეშ, ნიკოლოზის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა. ამგვარად, ისლამი ჩეჩენი ხალხის გამაერთიანებელ რელიგიად იქცა. 
XX საუკუნის 90-იან წლებში ჩეჩნეთში ვაჰაბიზმის იდეების გავრცელება დაიწყო.


 

სიტყვა “ჩეჩენი” წარმოდგება სპარსულიდან და ჩეჩნურად ნოხჩის ნიშნავს]. ის პირველად მოხსენიებულია მერვე საუკუნის რაბულ წყაროებში.

 

ცხოვრობენ ინგუშეთში,დაღესტანსა  და მოსკოვში.

 ჩეჩნური დიასპორებია საქართველოშიყაზახეთშითურქეთსა და არაბულ სამყაროში (განსაკუთრებით დიდია მათი რაოდენობა იორდანიასა და სირიაში)

აფხაზეთში იეჰოვას მოწმეებს სამართალდამცავები ებრძვიან

[internet.ge]

გაგრაში, იმ შენობის ეზოში, სადაც იეჰოვას მოწმეთა შეკრებები იმართებოდა, ყუმბარა აფეთქდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა შენობა დაზიანდა.

როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, ყუმბარა ეზოში უცნობმა პირმა შეაგდო და ადგილიდან გაუჩინარდა. ყუმბარა ბეტონზე დავარდა და იქვე აფეთქდა. იმ მომენტში შემთხვევის ადგილზე მხოლოდ შენობის დარაჯი იმყოფებოდა, რომელმაც მომხდარი მილიციას აცნობა.

როგორც აფხაზეთში მცხოვრები იეღოვას მოწმეები ამბობენ, ეს მათ შენობაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და არაერთი მცდელობა ყოფილა, როცა შეკრებების დარბაზში ნიღბიან შეიარაღებულ პირებს უცდიათ შეჭრა.

როგორც იეღოვას მოწმეთა რუსეთის ცენტრის ხელმძღვანელმა გრიგორი მარტინოვმა განაცხადა, მსგავსი შემთხვევების გარდა, იეღოვას მოწმეთა ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახორციელებენ თვით აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

„გასულ წელს და წელსაც, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის და აფხაზეთის სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელებმა არაერთხელ სცადეს შეწინააღმდეგებოდნენ იეღოვას მოწმეთა რელიგიური შეხვედრების ჩატარებას“ – ამბობს მარტინოვი. მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როცა სამართალდამცავები ძალის გამოყენებით შეჭრილან შენობაში, ამოუღიათ ლიტერატურა და მორწმუნეთა პირადი მონაცემები.

შეიქმნა საქართველოს კათოლიკე სტუდენტების მოძრაობა

კათოლიკე სტუდენტების მოძრაობის მიზანია სტუდენტების ფორმაცია და სოციო-პოლიტიკური განათლება თანაცხოვრებისათვის. რეგულარული შეხვედრებისა და წელიწადში ერთხელ ნაციონალური შეხვედრის საშუალებით, მოძრაობა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ გამოცდილება სოციალური, კულტურული და პოლიტიკური თანაცხოვრებისა. ასევე მიიღონ განათლება იმ სემინარებიდან, რომლებიც ტარდება პროფესორებისა და მსოფლიო ეკლესიის წარმომადგენლების მიერ.
ამ მოძრაობის ფეისბუქში ოფიციალური გვერდია: http://www.facebook.com/pages/კათოლიკე-სტუდენტების-მოძრაობა-Movement-of-Catholic-Students-Georgia/

90 აფხაზი მზადაა, სირიიდან მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნდეს

[pirweli]

90 აფხაზი მზადაა, სირიიდან მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნდეს. 

როგორც “აპსნიპრესი” იუწყება, სირიიდან აფხაზების რეპატრიაციის საკითხებზე სხდომა გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, დე ფაქტო პრემიერ მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა და რეპატრიაციის საკითხებში ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ადლეიბა მონაწილეობდნენ.

ადლეიბამ სირიაში თავისი ვიზიტის შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ “დაახლოებით 90 ადამიანი მზადაა, წლის განმავლობაში ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდეს, აქედან 30 მზადაა, ეს დღესვე გააკეთოს”.

მისივე თქმით, “ხელისუფლება მატერიალურ დახმარებას გაუწევს მათ, ვისაც არ შეუძლია, თავისი ხარჯებით გადმოსახლდეს”.

presage.tv-ს სტატია არაეთიკური სათაურით

“ბათუმში თურქები ხარება დღეს ხელოვნური განაყოფიერების ცენტრს ხსნიან” – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია,  6 აპრილს, ინტერნეტ სააგენტომ presage.tv-მ. სტატიაში მოთხრობილი იყო თურქეთის მოქალაქის მიერ კერძო კლინიკის გახსნაზე, რომლის ლიცენზიაც შარშან ჯანდაცვის სამინისტროს გაუცია. არ შევჩერდები სტატიაში არსებულ კითხვებზე და შეკითხვებზე, რადგანაც ჩვენ თემატიკას სცდება, თუმცა აღსანიშნავია სათაური, რომელიც ზოგიერთმა ქართველმა შეიძლება უარყოფით კონტექსტში აღიქვას, რადგანაც საუბარია ქრისტიანულ ერთ-ერთ დიდ დღესასწაულზე, რომლის აღნიშვნის დღესაც თურქები ხსნიან ხელოვნური განაყოფიერების კლინიკას ბათუმში, მით უფრო, რომ ბათუმის გათურქებასთან დაკავშირებით ბოლო წლებია მავანნი აქტიურად საუბრობენ. თუმცა, პირადად ჩემთვის გაუგებარი და წამროუდგნელია, როგორ უნდა “გაათურქო ბათუმი “, როგორ მიიერთებს ბათუმს თურქეთი უახლოვეს წლებში და.ა.შ. აქედან, გამომდინარე ვფიქრობ, რომ სტატიის სათაური სულ მცირე არაეთიკურია.

მეშვიდე დღის ადვენტისტები საქართველოში

საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ადვენტისტური ეკლესია სოხუმში მისიონერ ვაჰან ჰამპანიანის მიერ 1909წელს ჩამოყალიბდა. მოუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში უკვე თბილისში ტარდებოდა ადვენტისტური ტრანსკავკასიური ყრილობა, სამბოთა მთავრობის მიერ იქყნენ სერიოზულად რეპრესირებულები. როდესაც 1960 წ. მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა
პავლე პანჩენკო საქადაგებლად ჩამოვიდა მან ძლივს მოახერხა 52 წევრის შეკრება. 1977 წელს ერევნიდან და ბაქოდან ჩამოსულმა მისიონერებმა თბილისში ადვენტისტური ეკლესია დაარსეს. 2001წ. საქართველოში ჩამოყალიბდა მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიათა გაერთიანება. ამჟამად ადვენტისტურ ეკლესიას ჰყავს ათასამდე წევრი და საქართველოს 6 ქალაქში გააჩნიათ ეკლესიები.
ადვენტიზმ პროტესტანტულ მიმდინარეობაა.სახელწოდება (“Adventus”- მოსვლა) გამოხატავს – ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინს. ადვენტისტური მოძრაობა მე-19 ს.30-ან წლებში ჩამოყალიბდა, როცა ერთ-ერთი ბაპტისტი ფერმერი უილიამ მილერი წმინდა წერილის
გამოკვლევისას და შესწავლისას მივიდა დასკვნამდე, რომ ქრისტეს მეორე მოსვლა უნდა მომხდარიყო 1844 წლის 22 ოქტომბერს. ამას მოყვა რამდენიმე ეკლესიის წარმოშობა. ამ ეკლესიათა შორის ყველაზე მსხვილ ორგანიზაციად მე-7 დღის ადვენტისტთა ეკლესია(მათ
ეს სახელწოდება 1860 წლიდან ჰქვია).

იეზიდების გამოჩენა საქართველოში

იეზიდიზმი ერთ-ერთი ძველი აღმოსავლური რელიგიაა, რომლის ფესვები შუამდინარეთის კულტურებთან არის დაკავშირებული.  ეზიდიზმი (იეზიდიზმი), ანუ ქურთულად, ეზდაითი, ტრადიციულ და ნაციონალურ რელიგიათა რიცხვს მიეკუთვნება. მას დასრულებული
სახეშე იხ ადი იბნ მუსაფირმა მისცა მე-12 საუკუნეში. ამ რელიგიის მიმდევრები იეზიდებად იწოდებიან და წარმოადგენენ სუბეთნოსს დიდ ქურთულ ეთნიკურ ჯგუფში. მათი სუბეთნოსად ჩამოყალიბებაგანპირობული არის მრავალსაუკუნოვანი დევნით.

საქართველოში იეზიდების პირველი ნაკადი რუსეთ-თურწეთის ომის დროს გამოჩნდა.საქართველოში ჩამოსული ქურთების დიდი ნაწილი თურქეთიდან შემოვიდა სადაც მათ იეზიდობის გამო დევნიდნენ. ისინი ძირითადად თბილისის ძველ რაიონებში დასახლდნენ. აგრეთვე კახეთში, ოზურგეთში, თიანეთში და ბათუმში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათი ნახევარზე მეტი რუსეთსა, უკრაინასა და ევროპის ქვეყნებში გადაიხვეწა.ქართულ-ქურთულ ურთიერთობაზე მიგვითითებს მეფე ერეკლე მეორეს მიწერ-მოწერა იეზიდ დიდებულ ჩობან-აღასთან, ვისთან ერთადაც აპირებდა ოსმალეთის წინააღმდეგ გალაშქრებას.  

ბოლო 15 წ. მანძილზე ბევრმა ეზიდმა, სხვა კონფესიების გავლენით, სხვა რელიგიას მიაკუთვნა თავი. 

 

გერმანელების პირველი კოლონიები თბილისში

1817 წლის 21 სექტემბერს გერმანელი კოლონისტების პირველი ჯგუფი, 180 სული თბილისს მოადგა და სართიჭალის მახლობლად დასახლდნენ. შემდგომ წლებში ჩამოსახლებულ გერმანელთა რაოდენობა 500 ოჯახამდე გაიზარდა. მათი თბილისში ჩამოსახლებიდან 2 წლის შემდეგ გერმანული კოლონიები შეიქმნა: სართიჭალასთან; დიდუბის სახაზინო მიწებზე, ასურეთში, ბორჩალოს მაზრაში, ბოლნისში, შამქორის მახლობდა და სხვა რამდენიმე ადგილას. გერმანელების მიგრაცია XX საუკუნის პირველ ნახევარშიც გრძელდებოდა. თბილისში სახლების გეგმარება მტკვრის პარალელურად ვითარდებოდა.
1848 წლამდე გერმანულ დასახლებებს ეწოდებოდა «საქართველოს გერმანული კოლონიები», შემდგომში «ამიერკავკაიის გერმანული კოლონიები».
თბილისის ერთ-ერთ ახალშენს, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან მდებარობდა 23-მა ოჯახმა 1818 წელს დაარსა ალექსანდრე I პატივსაცემად «ალექსანდერსდორფი» უწოდეს. «ალექსანდერსდორფიდან მარაგდებოდა თბილისი რძით, კარაქით, კარტოფილით,ლუდი და სხვადასხვა ბოსტეულობებით.
როგორც ამბოენ კარტოფილი ამიერკავკასიაში სწორედ გერმანელებმა ჩამოიტანეს და გაავრცელეს.
ამავე წელს დაარსდა თბილისში მეორე ახალშენი დღევანდელი აღმაშენებლის გამზირიზე რომელსაც იმ დროს სოფელი კუკია ერქვა.

ფორშმაკი

ებრაული სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე ძველია მსოფლიოში. რელიგია უკრძალავს ებრაელებს, ისევე როგორც მუსლიმანებს ღორის ხორცის ჭამას. ეკრძალებათ ხორციანი და რძიანი პროდუქტების აღრევა. ხორციანი საჭმლის მოსამზადებლად ხმარობენ მხოლოდ საქონლისა და ბატის ცხიმს. ებრაული სამზარეულოს ერთ–ერთი ტიპიური კერძია „ფორშმაკი“
ფორშმაკ-ი [< გერმ. Vorgeschmack წინასწარ გემება, წინასწარ ტკბობა] – 1. დაკეპილი ხორცი ან ქაშაყი, კარტოფილთან ერთად შემცხვარი. 2. დაკეპილი ქაშაყი.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

ფორშმაკის განსხვავებული რეცეპტები არსებობს.შემოგთავზებთ ორ მათგანს.
მასალა: 200გ. დამარილებული ქაშაყის ფილე, 4 კვერცხი, 2-3 ს/კ კარაქი, 1 ჩ/კ მდოგვი, რამოდენიმე ღერი მწვანე ხახვი.
მომზადება: მოვხარშოთ კვერცხი, გავჭრათ სიგანეზე და ამოვაცალოთ გული. ქაშაყის ფილე და კვერცხის გული გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ დავაბლენდეროთ, შევაზილოთ კარაქი და მდოგვი, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და მივირთვათ გახუხულ პურთან ერთად.
© მადიანი/vinoge.com

მასალა:500გ თევზი, 250გ კარტოფილი, სამი თავი (მსხვილი) ხახვი, 1 ლიმონი, 4 სუპრის კოვზი ძმარი, 100გ მზესუმზირის ზეთი,
4 მაგრად მოხარშული კვერცხი, ოხრახუში, დაფნის ფოთოლი.
თევზი მოვხარშოთ მარილის, დაფნის ფოთლის და ძმრის დამატებით. შემდგომ გავაციოთ და მოვაშორით ფხა.
ცალკე მოვხარშოთ კარტოფილი და დავჭრათ მცირე კუბიკებად. ხახვი დავჭრათ ნახევარ რგოლებათ და შევბრაწოთ.
აურიოთ ერთმანეთში ლიქოს ხორცი, კარტოფილი, შებრაწული ხახვი და მოხარშული კვერცხი. ყოველივე ამას დავაწუროთ
ლიმონი და მოვასხათ მზესუმზირის ზეთი. მივართვათ სასალათეში და მოვრთოთ ოხრახუშით.

პაპმი საქართველოში რელიგიური უმცირესობებზე

სანამ რელიგიურ უმცირესობებზე და მათ პრობლემებზე საქართველოში დავწერდე პოსტს, მინდა გავიხსენო საქართველოში რელიგიური უმცირესობების დაცვის შესახებ რომის პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტეს განცხადება, რომელიც ამა წლის იანვარში გააკეთა ”რელიგია არ შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც კანონების ჩამანაცვლებელი იმის იმედით, რომ ის რაღაც კეთილს ემსახურება. ამ კონტექსტში მე ვამაყობ ჩემი მშობლიური ქვეყნით – გერმანიით, სადაც ქრისტიანული ხედვა გახდა საფუძველი მნიშვნელოვანი კანონებისა. მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო რელიგიური თავისუფლების კუთხით არსებული პროგრესის ცალკეულ მაგალითებზე. ვგულისხმობ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რელიგიური უმცირესობები საჯარო იურიდიულ პირად ცნეს”, – განაცხადა ბენედიქტ მეთექვსმეტემ.